"დანგრეული ისტორიული ძეგლები, განწირული ადამიანები და კიდევ რამდენი რამ და ესენი ნოტრ დამის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას?!"
"დანგრეული ისტორიული ძეგლები, განწირული ადამიანები და კიდევ რამდენი რამ და ესენი ნოტრ დამის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას?!"
გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიო შეძრა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

როგორც ცნობილია,  რამდენიმე ფრანგმა  ბიზნესმენმა გადაწყვიტა  გამოყოს სოლიდური თანხა ტაძრის აღსადგენად. მათ შორის არის
ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფრანგი ფრანსუა ანრი პინო, რომელიც ტაძრის აღდგენის ფონდში 100 მილიონ ევროს გადარიცხავს.

გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც
უერთდება. სწორედ აღნიშნულ ფაქტს, ეხმაურება  ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი.

"დანგრეული ისტორიული ძეგლები, მშიერი ხალხი, დაავადებული, განწირული ადამიანები და კიდევ რამდენი რამ და ესენი ნოტრ-დამის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას?! თქვენ საერთოდ... წყევლაზე გადავალ მალე", -წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ლია
17 აპრილი 2019 16:53
ამ სიმართლის გაჟღერებისთვის უდიდესი პატივისცემა ჩემგან თქვენ, ქალბატონო ანიტა.
სოსო
17 აპრილი 2019 14:11
ქულების დაგროვება სურთ "ვაჟკაცებს".
Giorgi
17 აპრილი 2019 13:30
Cems mezoblad axalgazrdebi tesieei xlxi tvaloben veravus ver txoven verafers ori shvilit samsaxurs ver shoulobs xan mshivrebi.gamodixart da tvalt makcobt dasackevlebi xart martla.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები