არის თუ არა ბაქარის პროტოტიპი ბიძინა ივანიშვილი? - კვირის პალიტრა

არის თუ არა ბაქარის პროტოტიპი ბიძინა ივანიშვილი?

სოფელში, ღარიბ ოჯახში დაბადებული ბაქარ ორჯონიკიძე, რომელიც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამდიდრდა და ახლა პოლიტიკაში ჩაბმას ცდილობს, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელთა ინტერესის ეპიცენტრშია. მაყურებელთა ნაწილი ბაქარს ბიძინა ივანიშვილის პროტოტიპად მიიჩნევს, მით უმეტეს - ახლა, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვრცელ ინტერვიუში მდარე სერიალები ახსენა... ჩვენ ბაქარის როლის შემსრულებელს - მსახიობ ბუბა მირცხულავას ვესაუბრეთ...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ბაქარი უფრო რაციონალურია. ჭკუა-გონებას უფრო "მიჰყვება" და გულთან კომუნიკაცია შემცირებული აქვს. ჟარგონულად რომ ვთქვათ, გრძნობები და ემოციები "დაიკიდა" და იმას აკეთებს, რაც თავისი კონკრეტული, მატერიალური მიზნებისა და გავლენისთვის სჭირდება. მე ასე არ ვარ, ყოველ შემთხვევაში - ამ ეტაპზე და სიმართლე გითხრა, არც მინდა, რომ ვიყო, რადგან ძალიან ემოციური ვარ..."

"პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ გინდა თუ არა, მაინც გიწევს მასთან შეხება - ყველაფერი პოლიტიკაა: ადამიანებთან ურთიერთობაც, ცხოვრებაც... შესაბამისად, ყველა ადამიანი პოლიტიზებულია, გამონაკლისი ვერ ვიქნები..."

"ტოქშოუები სპეციალურადაც მინახავს, რომ რაღაცები "დამეჭირა" და შემდეგ ეს ყველაფერი როლზე მუშაობისას გამომეყენებინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გადაცემას ვუყურებ, ყველაფერს ვუზივარ და ვათვალიერებ, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხდება..."

"როგორ ვხიბლავ გოგონებს? - კონკრეტული, შემუშავებულ-დასახული გეგმები და სქემები არ მაქვს. უბრალოდ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. რა გეგმებიც უნდა დავისახო, ყველას ინდივიდუალური მიდგომა და საუბარი სჭირდება... სიურპრიზების მოწყობის სურვილი ურთიერთობის დროს მიჩნდება ამის სურვილი. მე რომ მიწყობენ სიურპრიზს, ეგ არ მიყვარს, რადგან თან - "მასპოილერებენ"...

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 18 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი