"რუსთავი 2"-თან აქცია დასრულდა - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-თან აქცია დასრულდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან გურამ ფალავანდიშვილისა და მისი თანამოაზრეების აქცია დასრულდა.აქციაზე შეკრებილების თქმით, მათი პროტესტის მიზეზი ტელევიზიის ეთერში გაჟღერებული მკრეხელური და უცენზურო სიტყვები იყო.

აქციის მონაწილეების თქმით, მორიგ საპროტესტო აქციას 20 აპრილს,14:00 საათზე მთავრობის ადმინისტაციასთან გამართავენ, შემდეგ კი მსვლელობით ბიძინა ივანიშვოლის სახლთან მივლენ.

"ინტერპრესნიუსი"