როგორი ამინდი იქნება საქართველოში 21-22 აპრილს
18-04-2019
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 21-22 აპრილს
21-22 აპრილს საქართველოში შედარებით გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნულ დღეებში ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს თბილისში.

მანამდე კი, 18-20 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 18 აპრილს შესაძლებელია ქარბუქი. 21-22 აპრილს ღამისა და საღამოს საათებში მცირე თოვლია მოსალოდნელი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?