შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 აპრილს შარტავას ქუჩაზე მოძრაობის დროებით შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 აპრილს შარტავას ქუჩაზე მოძრაობის დროებით შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 აპრილს შარტავას ქუჩაზე მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს, შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება. სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები იმოძრავებენ საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"