"სანამ ნაცები არსებობენ, არ მოვკვდები" - რა შეემთხვა ხათუნა ხოფერიას? - კვირის პალიტრა

"სანამ ნაცები არსებობენ, არ მოვკვდები" - რა შეემთხვა ხათუნა ხოფერიას?

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:

"სანამ "ნაცები" და "ნაცასკოლკები", როგორც პოლიტიკური ძალა არსებობენ, არ მოვკვდები! მოკლედ, კარგად ვარ! ახლა, უნდა გითხრათ, რა ფაქტის წინაშე დავდექი სტენოკარდიით შემოყვანილი საავადმყოფოში. თურმე, მე, როგორც ყოფილ დეპუტატს, რომელიც პენსიონერი კი ვარ, მაგრამ საპენსიო ასაკის არა, ჩემი ქვეყნისთვის საყოველთაო დაზღვევის საფასური არაფერი მქონია გაკეთებული და არც მეკუთვნის! ამიტომ, არ გავიკეთებ კორონაროგრაფიას, სტენტირებას, ხვალ დილით გამოვეწერები და წავალ სახლში!... რა მნიშვნელობა აქვს სტენტირებული თუ უსტენტო გულით მეყვარება ჩემი ქვეყანა! ოდესმე, ალბათ, საყოველთაო დაზღვევას მაინც დავიმსახურებ! მადლობა პერსონალს სითბოსთვის, ზრუნვისთვის, პროფესიონალიზმისთვია!", - წერს ხათუნა ხოფერია. (წყარო)