"მათ ჩაარტყეს ბლაგვი საგანი" - როგორია ვარკეთილში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებისას დაშავებული ქალების მდგომარეობა
19-04-2019
"მათ ჩაარტყეს ბლაგვი საგანი" - როგორია ვარკეთილში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებისას დაშავებული ქალების მდგომარეობა
ვარკეთილში, "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებისას დაშავებული ორი ქალის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ამტელ ჰოსპიტალის" ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსმა ბესიკ წივწივაძემ განუცხადა. დაშავებულები სწორედ აღნიშნულ კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

"მოყვანილია ორი შუახნის ქალბატონი, რომელთა გადმოცემით, მათ ჩაარტყეს ბლაგვი საგანი. ერთ-ერთს აღენიშნება კეფის არეში დაჟეჟილობა. მეორეს აღენიშნება კანქვეშა ჰემატომა. ორივეს მდგომარეობა არის ამჟამად სტაბილური. მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული გამოკვლევა, თავზე გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, შინაგანი ორგანოების ექოსკოპია. ამ ეტაპზე რაიმე ქირურგიული ჩარევა არც ერთს არ ესაჭიროება",
განაცხადა ბესიკ წივწივაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით