"ერთხელ არ მო­სუ­ლა მო­სა­სამ­ძი­მრებ­ლად ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი და დამ­ცი­ნა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ"
"ერთხელ არ მო­სუ­ლა მო­სა­სამ­ძი­მრებ­ლად ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი და დამ­ცი­ნა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ"
2016 წელს გუ­და­ურ­ში, ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა - 22 წლის გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ანს სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის ბრალ­დე­ბით, 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ლი­პარ­ტე­ლი­ანს სას­ჯე­ლი და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­და, ვი­ნა­ი­დან იგი წლე­ბია სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა.

სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი 2016 წლის იან­ვარ­ში გუ­და­ურ­ში სრი­ა­ლი­სას, თხი­ლა­მუ­რებ­ზე მდგა­რი გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ამ საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თით­ქმის 2-წლი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ,
2017 წლის 29 დე­კემ­ბერს, უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს.

მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ა­ში მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ მურ­მან ისა­ე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ტა­ტიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი შეც­ვა­ლა და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სსკ-ის 116-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით) წარ­დგე­ნილ
ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მას 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­საჯა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვის მხრივ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებ­მა. უზე­ნეს­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს სას­ჯელ­ზე ერთი წელი და­უკ­ლო და 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც უსა­მარ­თლოდ მი­იჩ­ნევს და სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის გაგ­რძე­ლე­ბას სტარსბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გეგ­მავს.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა, ნინო ჟვა­ნია უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს პრე­ცე­დენ­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს.

"სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცი­ის ეს პრე­ცე­დენ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი­სას სხვი­სი და­ზი­ა­ნე­ბა, სხვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია! მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ბრძო­ლა სი­მარ­თლის­თვის ხელს შე­უ­წყობს სხვე­ბის სი­ცო­ცხლის დაც­ვას. ყვე­ლას მინ­და ვთხო­ვო, ნუ და­ვარ­ქმევთ უბე­დურ შემ­თხვე­ვას იმას, რაც ადა­მი­ა­ნის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და რისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!" - ამ­ბობს ნინო ჟვა­ნია.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ოჯა­ხი მო­ი­თხოვს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შეხ­ვედ­რას, რათა და­ა­ზუს­ტოს, რა ეტაპ­ზეა გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ძებ­ნი­სა და მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი: გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები