"ერთხელ არ მო­სუ­ლა მო­სა­სამ­ძი­მრებ­ლად ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი და დამ­ცი­ნა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ" - კვირის პალიტრა

"ერთხელ არ მო­სუ­ლა მო­სა­სამ­ძი­მრებ­ლად ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი და დამ­ცი­ნა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ"

2016 წელს გუდაურში, ტრაგიკულად გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა - 22 წლის გიორგი ლიპარტელიანს სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლიპარტელიანს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა, ვინაიდან იგი წლებია საზღვარგარეთ იმყოფება.

საბოლოო ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წლის იანვარში გუდაურში სრიალისას, თხილამურებზე მდგარი გიორგი ლიპარტელიანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. ლიპარტელიანი ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2-წლიანი განხილვის შემდეგ, 2017 წლის 29 დეკემბერს, უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა კოლეგიამ მურმან ისაევის ხელმძღვანელობით, ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი შეცვალა და ლიპარტელიანი სსკ-ის 116-ე მუხლის 1 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება თავის მხრივ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს ლიპარტელიანის ოჯახის წევრებმა. უზენესმა სასამართლომ ბრალდებულს სასჯელზე ერთი წელი დაუკლო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულის ოჯახი ამ გადაწყვეტილებასაც უსამართლოდ მიიჩნევს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას სტარსბურგის სასამართლოში გეგმავს.

გარდაცვლილი გოგონას დედა, ნინო ჟვანია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პრეცედენტულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

"საბოლოო ინსტანციის ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში თხილამურებით სრიალისას სხვისი დაზიანება, სხვისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება სისხლის სამართლის დანაშაულია! მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლა სიმართლისთვის ხელს შეუწყობს სხვების სიცოცხლის დაცვას. ყველას მინდა ვთხოვო, ნუ დავარქმევთ უბედურ შემთხვევას იმას, რაც ადამიანის უპასუხისმგებლო საქციელით არის გამოწვეული და რისი თავიდან აცილებაც შეიძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!" - ამბობს ნინო ჟვანია.

როგორც გარდაცვლილის დედამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ოჯახი მოითხოვს პროკურატურასთან შეხვედრას, რათა დააზუსტოს, რა ეტაპზეა გიორგი ლიპარტელიანის ძებნისა და მისი საქართველოში ჩამოყვანის პროცესი: გაგრძელება