ძველ ბათუმში ორსართულიანი სახლის სახურავი დაიწვა - კვირის პალიტრა

ძველ ბათუმში ორსართულიანი სახლის სახურავი დაიწვა

ძველ ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით, დამწვარია 400 კვადრატი ფართი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

"ინტერპრესნიუსი"