როგორი ამინდი იქნება საქართველოში 21-26 აპრილს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 21-26 აპრილს

26 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი, უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

"26-27 აპრილიდან ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და ნალექიც შეწყდება. სააღდგომოდ უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს - დასავლეთ საქართველოში +25+27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში- +23+25 გრადუსი, თბილისში - +22+23 გრადუსი", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

რაც შეეხება ხვალინდელ პროგნოზს, ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

"აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან ნისლი იყოს, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. 21 აპრილს მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18+17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში +8+13 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, ხვალ თბილისში იწვიმებს, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ-ში. მაქსიმალური ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.