ნანუკა - from Georgia! - კვირის პალიტრა

ნანუკა - from Georgia!

"სააკაშვილთან შეხვედრისას, ტრამპმა ჟურნალის გარეკანზე პირველად მნახა"

რამდენიმე ათეული წლის წინ გოგონათა ანსამბლ "მზიურის" გოგონებზე ბრეჟნევის გამონათქვამის - "აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება" - ინტერპრეტირებაა ფრაზა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ მოიცვა მსოფლიო. "ამ გოგონას ერთი გავლითაც კი შეეძლო სამხრეთ ოსეთში ომის შეჩერება", - ასე შეაფასა ამერიკულმა ჟურნალმა ESQUIRE-მა "მის სამყარო 2010"-ის მონაწილე, რომელმაც ქართული სილამაზე პლანეტის წინაშე გამოამზეურა.

მამაკაცების ჟურნალმა  ESQUIRE-მა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან თითო განსაკუთრებული ქალი აარჩია და ასე შექმნა მსოფლიო ატლასი, რომელზეც სამყარო მხოლოდ სილამაზითაა გამოსახული.

საუკეთესოს ტიტული მამაკაცებმა სასურველ ქალებს იდეალური სხეულის, მომხიბვლელობის, ულამაზესი თვალების ან სხვადასხვა მიღწევის გამო მიანიჭეს. "დედამიწის სექსუალური ქალების ატლასში" მოხვედრილთა შორის ვინ პირველი ლედია, ვინ - პლანეტის ყველაზე სექსუალური მსახიობი ქალი, ზოგიც მწერალი, სპორტსმენი ან ჟურნალისტი.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მამაკაცები მთელი მსოფლიოდან. სამყაროს დიდ რუკაზე დიდი ქვეყნების დიდებული ქალბატონების გვერდით, როგორიც KvirisPalitra.Geარიან განუმეორებელი მონიკა ბელუჩი, საფრანგეთის პირველი ლედი კარლა ბრუნი, ულამაზესი ნატალი პორტმანი, იორდანიის დედოფალი რანია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მშვენიერი მეუღლე მეჰრიბან ალიევა და სხვანი, პატარა საქართველოს არცთუ დიდი ასაკითა და მიღწევებით გამორჩეული მოდელი ნანა გოგიჩაიშვილი წარმოადგენს. ნანა ტელეწამყვან გიორგი გოგიჩაიშვილისა და პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი ჟურნალისტის, ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის, ნათია ბანძელაძის ქალიშვილია.

ნანუკას ამერიკაში დავუკავშირდით. ის ჩიკაგოშია და ემზადება "მის ინტერკონტინენტალის" კონკურსისთვის, რომელიც 6 ნოემბერს დომინიკელთა რესპუბლიკის ერთ-ერთ კუნძულზე გაიმართება. ახლახან კონკურსზე "მის სამყარო 2010" ნანუკა გოგიჩაიშვილი სამყაროს 25 ულამაზეს ქალს შორის აღმოჩნდა. სწორედ ამ კონკურსმა მოუტანა მოულოდნელი წარმატება, რომლითაც თავადაც გაოცებულია.

"პირველი წარმატება და ასეთ ჟურნალში? ეს ბავშვობის ახდენილ ოცნებას ჰგავს და მოულოდნელი იყო. წარმოდგენაც არ მქონდა, არც კი მოველოდი, ESQUIRE-ის ფავორიტ ქალებს შორის რომ აღმოვჩნდი. ეს ამბავი საქართველოდან შემატყობინეს. აქ შუაღამე იყო. ჩემი ყველა ტელეფონი რეკავდა. შემეშინდა, არადა ჩემთვის სენსაციური ამბავი შემატყობინეს მეგობრებმა. ეს მართლაც ზღაპარს ჰგავს"...

ის, რომ "მის საქართველო 2009"-ზე მხოლოდ ვიცე-მისის ტიტული მოიპოვა, ბევრს არ ნიშნავს:

"არც მქონია შემართება, აუცილებლად პირველი ადგილი მომეპოვებინა. ვიცოდი, რომ საუკეთესო ხუთეულში აღმოვჩნდებოდი, ეს კი საკმარისი იქნებოდა, საქართველოს სახელი სხვა კონკურსებზე, მსოფლიო მასშტაბით გამეტანა"...

მართლაც, ნანუკამ მცირე დროში არაერთხელ გააჟღერა თავისი ქვეყნის სახელი და წარმატებულადაც. გოგონას გარეგნობით ამერიკელი მილიარდერი, უძრავი ქონებისა და მშენებლობის დეველოპერი დონალდ ტრამპიც (ახლახან სააკაშვილთან დამეგობრებული) მოიხიბლა. ტრამპის სახელი ფუფუნებასთან, სიმდიდრესა და პრივილეგიასთან ასოცირდება, იგი ამერიკაში მომხიბვლელობისა და ფულის სინონიმია.

"ტრამპთან შეხვედრა წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია. შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმ დღეს, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას, ტრამპმა ჟურნალის გარეკანზე პირველად მნახა.

საერთოდაც, "მის სამყაროს" წესების მიხედვით ჟიურის წევრებიც კი მხოლოდ მონიტორით ადევნებენ თვალს მონაწილეებს, მათთან შეხვედრის შანსი მცირეა. დონალდ ტრამპთან, რომელიც ამ კონკურსის მფლობელიცაა, ერთხელ მაინც შევძელი პირადად შეხვედრა. მან მითხრა, 83 მონაწილეს შორის ერთადერთი მოდელი ყოფილხარო. როგორც წესი, "მის სამყაროზე" მოდელები არ მონაწილეობენ.

KvirisPalitra.Geახლა მაქვს საინტერესო კონტრაქტები და წინადადებები, მაგრამ თავს ვიკავებ. მინდა, ჯერ საქართველოში ჩამოვიდე და ეს წინადადებები ოჯახთან ერთად განვიხილო. ჯერ წინ კიდევ ერთი კონკურსი მელის. დიდი მონდომებით ვემზადები.

ეს ჩემი ხასიათის ბრალია, ძალიან მიზანდასახული ვარ და ნებისმიერ საქმეში ბოლომდე ვიხარჯები. შემიძლია, ყველაზე ბოლო ადგილიდანაც კი წარმატების გზით წავიდე. ამის მჯერა. წინ დიდი გეგმები მაქვს, თუმცა მოდელობის გარდა, მინდა სერიოზულად მივხედო ჩემს სამსახიობო კარიერას.

ოცნება ამიხდა და "დედამიწის სექსუალური ქალების ატლასშიც" აღმოვჩნდი, თუმცა გაცილებით სერიოზული, კონკრეტული მიზანი მაქვს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ. კიდევ მრავალჯერ გაიგონებთ - "ნანუკა, from Georgia!"