რატომ არ იმყოფებოდა ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში - როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა
21-04-2019
რატომ არ იმყოფებოდა ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში -  როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

ექიმის თქმით, ილია მეორე გაციებულია და ამიტომ ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ დარჩენილიყო საპატრიარქოში.

მისივე ინფორმაციით, პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ექიმთა რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება.

დღეს, ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში არ იმყოფებოდა და მის ნაცვლად სადღესასწაულო წირვა მისმა მოსაყდრემ მეუფე შიომ ჩაატარა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?