პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა სამშენებლო ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს - კვირის პალიტრა

პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა სამშენებლო ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს

პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა პოლიციასთან შეტაკების დროს შპს "ფერის" კუთვნილ ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს. ისინი ასევე ცდილობენ შსს-ს მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებას.

ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ გაჩერებას და ღამის განმავლობაში დარჩებიან ადგილზე და არ მისცემენ უფლებას სამართალდამცველებს, რომ მათ ტერიტორიაზე შევიდნენ.

ასევე, ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფები მოდიან.

"ინტერპრესნიუსი"