პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა სამშენებლო ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს
პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა პოლიციასთან შეტაკების დროს შპს "ფერის" კუთვნილ ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს. ისინი ასევე ცდილობენ შსს-ს მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებას.
ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ გაჩერებას და ღამის განმავლობაში დარჩებიან ადგილზე და არ მისცემენ უფლებას სამართალდამცველებს, რომ მათ ტერიტორიაზე შევიდნენ.
ასევე, ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფები მოდიან.
"ინტერპრესნიუსი"