პანკისში ადგილობრივებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს - კვირის პალიტრა

პანკისში ადგილობრივებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს

პანკისში ადგილობრივებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. მათ დაზიანებული მანქანები,ჯერ ხელკეტებით დაამტვრიეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

მათ ასევე მანქანაში არსებული ტექნიკა და ნივთები დააზიანეს. ამ წუთებში პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან კვლავ დაძაბული მდგომარეობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან.

"ინტერპრესნიუსი"