ვინ აშენებს ჰესს პანკისის ხეობაში - კვირის პალიტრა

ვინ აშენებს ჰესს პანკისის ხეობაში

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, "ხადორი 3"-ის მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. ჰესის მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების, სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მოსახლეობის 90% ამაზე თანახმა იქნება.

საუბარია, ჰიდროელექტროსადგურზე, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ი, წლიური გამომუშავება კი 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ინვესტორები "სამყურაწყალი 2" -ის ჰესის მშენებლობასაც გეგმავენ. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას.

პანკისის ხეობაში ჰესების აშენებას კომპანიები "ალაზანი ენერჯი" და "ფერი" გეგმავენ. "ხადორი 2" შპს "ფერის" საკუთრებაა, ხოლო ჰესს შპს "ალაზანი ენერჯი" აშენებს. "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ ვის საკუთრებაშია აღნიშნული კომპანიები.

რეესტრის 3 აპრილის მონაწერით, შპს "ფერის" 96%-ს იოსებ მჭედლიშვილი, 4%-ს კი კახაბერ შევარდნაძე ფლობს. კომპანიის დირექტორი მერაბ იორდანიშვილია. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელს "ფერის" შემოსავალმა 71,281 მლნ ლარი შეადგინა, პირდაპირი ხარჯები კი 50,674 მლნ ლარი იყო. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მოგებამ დაბეგვრამდე 2017 წელს 14,833 მლნ ლარი შეადგინა. გაგრძელება