ვინ აშენებს ჰესს პანკისის ხეობაში
22-04-2019
ვინ აშენებს ჰესს პანკისის ხეობაში
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, "ხადორი 3"-ის მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. ჰესის მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების, სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მოსახლეობის 90% ამაზე თანახმა იქნება.

საუბარია, ჰიდროელექტროსადგურზე, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ი, წლიური გამომუშავება კი 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ინვესტორები "სამყურაწყალი 2" -ის ჰესის მშენებლობასაც გეგმავენ. ორივე
პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას.

პანკისის ხეობაში ჰესების აშენებას კომპანიები "ალაზანი ენერჯი" და "ფერი" გეგმავენ. "ხადორი 2" შპს "ფერის" საკუთრებაა, ხოლო ჰესს შპს "ალაზანი ენერჯი" აშენებს. "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ ვის საკუთრებაშია აღნიშნული კომპანიები.

რეესტრის 3 აპრილის მონაწერით, შპს "ფერის" 96%-ს იოსებ მჭედლიშვილი, 4%-ს კი კახაბერ შევარდნაძე ფლობს. კომპანიის დირექტორი მერაბ იორდანიშვილია. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელს "ფერის" შემოსავალმა 71,281 მლნ ლარი შეადგინა, პირდაპირი ხარჯები კი 50,674 მლნ ლარი იყო. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მოგებამ დაბეგვრამდე 2017 წელს 14,833 მლნ ლარი შეადგინა. გაგრძელება


medikos
23 აპრილი 2019 00:22
მედიკო ერთი ერთში ტროლების დედოფალ ხარ:)))))) რაც არ უნდა დააბრალოთ ხან შავ და ხან კიდევ ჭრელ ძალებს, მაინც არაფერი არ უშველის თქვენს სიბეცეს!!! მოვუსმინეთ პანკისელ გლეხებს და ძალიანაც კარგად გავიგეთ სინამდვილეში რაც მოხდა!!!!!
მედეა
22 აპრილი 2019 14:02
ბათუმში რომ ვიხილეთ წლების წინ, იმისთანა შოკი მივიღეთ ახლაც . როგორ გაბედეს-- ქვები დაუშინეს პოლიციელებს. იმათაც ხომ ჰყავთ მშობლები და მომხრეები --ხალხის დარბევა 2007 წელს 7 ნოემბერს ვნახეთ და 2011 წლის 26 მაისს. იქ პოლიციელები თავგამეტებით ურტყავდნენ წვიმაში წაქცეულ მოსახლეობას, აქ კი პოლიცია და სპეც რაზმი უმოქმედოდ იდგა და თავს ი ც ა ვ დ ა ფარებით.ჩვენს მეზობლებს სწყურიათ ა უ რ ზ ა უ რ ი საქართველოში, აქაური შავი ძალაც მზადაა მათ მხარდასაჭერად, ვაი, რომ ამ შავ ძალას ტ ო ტ ა ლ უ რ ა დ მონოპოლიზებული აქვს ქართული მედია სივრცე, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ საღად მოაზროვნეებმა არ დაკარგონ წ ო ნ ა ს წ ო რ ო ბ ა. ტელეეკრანებიდან მხოლოდ დამახინჯებულ სურათს გვაწვდიან, აზრების გაუკუღმართებულ ნაკადს უნდა გ ა ვ უ მ კ ლ ა ვ დ ე თ. როგორმე უნდა გადავარჩინოთ ს ი მ ა რ თ ლ ე და ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო! არ დაბლოკოთ!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები