"ვინც პანკისში ჰესის მშენებლობის მომხრე იყო, ახლა ისიც დუმს, რადგან საკითხი ასე დადგა: ვინც ჰესების მშენებლობის მომხრეა, ის ხალხის მტერია"
"ვინც პანკისში ჰესის მშენებლობის მომხრე იყო, ახლა ისიც დუმს, რადგან საკითხი ასე დადგა: ვინც ჰესების მშენებლობის მომხრეა, ის ხალხის მტერია"
უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, ხასო ხანგოშვილი დარწმუნებულია, რომ პანკისის ხეობაში, გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჰესები აღარ აშენდება.

როგორც ხასო ხანგოშვილი "ინტერპრესნიუსთან" განმარტავს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებით, რომ პანკისში ჰესები მაშინ აშენდებოდა, თუკი მშენებლობის მომხრე მოსახლეობის 90% იქნებოდა, საკითხი დახურა, ამიტომ პროტესტის გაგრძელების საჭიროება აღარ დგას.

"თავისთავად ცხადია, ბატონმა მინისტრმა, ამით დახურა ეს საკითხი, იმიტომ რომ 90% ხეობაში ჰ
ესის მშენებლობის მომხრე არ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უკვე დახურულია. განვითარებული პროცესების შემდეგ, ჰესების მშენებლობის მომხრეთა რიცხვიც მნიშვნელოვნად შემცირდება. მე ვფიქრობ, რომ ჰესის მშენებლობას აღარც განაახლებენ. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ დიდზე დიდი უმრავლესობა წინააღმდეგია და ვინც მომხრე იყო ჰესის მშენებლობის, ისიც დუმს, იმიტომ რომ ასე დადგა საკითხი, რომ ვინც ჰესების მშენებლობის
მომხრეა, ის ხალხის მტერია. ამიტომაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი დახურულია", - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის აზრს, რომ ჰესის მშენებლობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისაა საჭირო, ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ "დიახ".

"დიახ, რა თქმა უნდა, ვიზიარებ ამ აზრს. მე ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ სახელმწიფოს განვითარების, ეკონომიკური წინსვლის წყაროა ელექტროენერგია და თუკი სახელმწიფო ელექტროფიკაციის გზას დაადგა, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვიყოთ და ენერგია არ ვიყიდოთ, თუნდაც მტრული სახელმწიფოსგან, თავისთავად ცხადია, ეს აუცილებელია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ამას ვერ გაექცევი", - აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები