"დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ მოსახლეობას კომპენსაციას და შეღავათებს ჰპირდება, ისინი კი არ თანხმდებიან. რატომ არ თანხმდებიან იცით?"
"დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ მოსახლეობას კომპენსაციას და შეღავათებს ჰპირდება, ისინი კი არ თანხმდებიან. რატომ არ თანხმდებიან იცით?"
"ჩვენს სახელმწიფოს მხოლოდ ჰიდროენერგეტიკული რესურსი გააჩნია, სხვა რესურსი არ გვაქვს და ამაზეც უარი უნდა ვთქვათ? რისთვის?"

"პანკისი შესაძლოა მოსახლეობისგან დაიცალოს" - ამ ვერსიაზე თავად პანკისელები საუბრობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ თუ ხეობაში კიდევ ერთი ჰესი აშენდება, იქ ცხოვრება სახიფათო გახდება. როგორც ისინი ამბობენ, ხეობაში უკვე არსებულმა ორმა ჰესმა ფლორა და ფაუნა მნიშვნელოვნად დააზიანა, მესამე ჰესის მშენებლობა კი კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მოსალოდნელი სავალალო შედეგებით შეშინებული მოსახლეობა, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგური "ხადორი 3"-ის მშენებლობის
შეჩერების მოთხოვნით უკვე წელიწადზე მეტია აქციებს მართავს.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება. ადგილობრივებსა და ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებს შორის შს მინისტრის მოადგილის, ეკონომიკის მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობით ახმეტასა და თბილისში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. ეს საკითხი 21
აპრილს ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის უმწვავესი დაპირისპირების საგნად იქცა. რამდენად რეალურია საფრთხე ჰესის აშენების შემთხვევაში, ან რა სიკეთეები შეიძლება მიიღოს მოსახლეობამ აქედან ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნება - მწვანეების თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე და გარემოსდამცველი ნინო ჩხობაძე გვესაუბრებიან.

- ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჰესსზე, რომლის სიმძლავრეც მხოლოდ 5,4 მგვტ-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჰესს მხოლოდ მინიმალური ეკოლოგიური ზარალის მოტანა შეუძლია. მაგალითისთვის რომ გითხრათ, ზაჰესის ჰესი 30 მგვტ-ზე მეტია.

- მოსახლეობა შიშობს, რომ ალაზნის წყალი მთლიანად მილებში მოექცევა და მათ სასმელი წყლის პრობლემაა შეექმნებათ...
- მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი. ეს არის ბერივაციული ჰესი, რომელიც წყლის მოდინებაზე მუშაობს, წყალსაცავიც კი არ სჭირდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არაპროფესიონალური ჯგუფების ემოციურ განცხადებებს უფრო იზიარებს, ვიდრე პროფესონალების განმარტებებს. ჩვენს სახელმწიფოს მხოლოდ ჰიდროენერგეტიკული რესურსი გააჩნია, სხვა რესურსი არ გვაქვს და ამაზეც უარი უნდა ვთქვათ? რისთვის? ხადორი 3-ის აშენება ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ სიკეთეს მოუტანდა. მე როგორც ვიცი, ჰესის მშენებლობაზე 100-მდე ადამიანი უნდა დაესაქმებინათ. ინვესტორმა ადგილობრივებს რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება შესთავაზა, ასევე უფასოდ ექნებოდათ ელექტროენერგია და ნაგებობების სამშენებლოდ ინერტული მასალის უფასოდ მოპოვების უფლება.
ნინო ჩხობაძე
ნინო ჩხობაძე:
- ვფიქრობ, რომ მოსახლეობის შიში საფუძვლიანია. პანკისის ხეობა ძალიან პატარაა, შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა ჰესის მოცულობას, დიდი იქნება ის თუ პატარა, მაინც შეიძლება საფრთხის მომცველი იყოს ნებისმიერ სიტუაციაში. თუ სწორად არ არის გაკეთებული შესწავლა, არ არის შეფასებული, არ არის ნამუშევარი ექსპერტებთან, არ არის გაკეთებული ის საკომპესაციო ნაწილი, რასაც ჰქვია ბუნებასთან კომპენსაცია და ზიანის მიყენების შემთხვევაში, როგორ იქნება შემცირებული ზიანი. ამ ყველაფრის ნაკლებობა აშკარად არის და კიდევ მთავარი, არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი აზრი. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ნებისმიერი მშენებლობის დროს, პირველ რიგში საზოგადოებას აქვს უპირატესობა. აუცილებელია, რომ მასთან ილაპარაკოს ინვესტორმა და არა პოლიციის ძალით. დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ მოსახლეობას კომპენსაციას და შეღავათებს ჰპირდება, ისინი კი არ თანხმდებიან. რატომ არ თანხმდებიან იცით? მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესის აშენების შედეგად შესაძლოა დაიკარგოს წყალი. ეს ნამდვილად ასეა. დღეს ჩვენ არცერთი მდინარე არ გვაქვს შესწავლილი. საქართველოში ყველა ჰესი მდინარის გამოკვლევის გარეშეა აშენებული. საიდან უნდა ვიცოდეთ, წყალი დაიკარგება თუ არ დაიკარგება? ჰესის აშენების შემთხვევაში წყალი უნდა მოაქციონ მილებში, ანუ მდინარეში წყალი არ დარჩება. სოფლის წყლით მომარაგება ხდება ფილტრატებით, რომელიც მდნარისგან წარმოიქმნება. თუ მდინარე აღარ იქნება ფილტრატი საიდან წარმოიქმნება? როდესაც პანკისელები ამაზე საუბრობენ, ინვესტორი ეუბნება, თუ წყალი გაქრა, მერე მოვიფიქრებთ, როგორ მოგაწოდოთ წყალიო. აი, ეს რა ლოგიკასთან არის ახლოს?

- სასმელი წყლის გაქრობის გარდა კიდევ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ხეობას?
- ტყუილია, როდესაც ამბობენ, პატარა ჰესები მიკროკლიმატს არ ცვლიანო. 5 კი არა 2 მეგავატიც რომ იყოს ჰესი, მაინც შესაძლოა მიკროკლიმატის შეცვლა. მიკროკლიმატის შეცვლამ კი თავის მხრივ შესაძლოა მთლიანად დაარღვიოს ეკოსისტემა. ამიტომ მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი საკომპენსაციო პაკეტი გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში. ნუ იფიქრებენ, რომ მოსახლეობა ასეთ დოკუმენტებს არ კითხულობს. კითხულობენ და თან ძალიან კარგად.

- ბოლო დროს, საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვა, თუ არ გვინდა ჰესი, საიდან უნდა გვქონდეს ელექტროენერგია?
- მე ჰესების წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ვამბობ, რომ ადგილის საფუძვლიანად შესწავლის, კვლევების ჩატარების გარეშე არანაირი ჰესის აშენება არ შეიძლება. სამწუხაროდ, ინსტიტუციონალურად ცალკე არსებული გარემოს დაცვის სამინისტრო აღარ არსებობს და სწორედ ამ გაუმართლებელი შედეგის ბრალია ის, რომ გარემოსთან მიმართებაში ქვეყანამ მიიღო უფრო მძიმე სიტუაცია.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

ვაააა
23 აპრილი 2019 12:05
ქალბატონი ნინო რომ გარემოს... მინისტრი იყო, სულ სხვაგვარად ფიქრობდა.... დააბრუნეთ მინისტრად და სხვაგვარად ილაპარაკებს, ეხლა კი რა ქნას, თავი რამეთი ხომ უნდა შეახსენოს მთავრობას: პატარა ჰესებიც კი თურმე ბუნებას ანგრევს და არ გვინდა, დიდ ჰესებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ე.ი ეკონომიკა არ გვინდა, წარმოება არ გვინდა, დასაქმება არ გვინდა. უფრო მეტიც, არსებული ჰესებიც ხომ ზემოქმედებენ ბუნებაზე (მით უმეტეს, რომ ისინი დიდი ჰესებია), ისინიც ყველა გავაჩეროთ, გავაუქმოთ და ვიქნებით იდილიაში......
ლალუკა
23 აპრილი 2019 09:12
ნავთობი და გაზი ჩვენ არ გვაქვს ერთი ეს წყალი გვაქვს და ამით მაინც ვისარგებლოთ. არადა მოვა დრო წყალი უფრო ძვირი იქნება დედამიწაზე. შორს აღარ არის.
კახა
23 აპრილი 2019 00:45
ჩხობაძე შენ ის ექსპერტი არ ხარ ამ ზამთარში რომ სრულ გაყინვას უპირებდი საქართველოს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
დღის კითხვადი სტატიები