როგორია პანკისში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა - კვირის პალიტრა

როგორია პანკისში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მყოფი 15 პოლიციელიდან, რომლებიც გუშინ, პანკისში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდნენ, ერთი რეანომობილით თბილისში, "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადმოიყვანეს, ერთი კი, სახლში გაწერეს. რაც შეეხება დანარჩენ 13 პოლიციელს, ისინი კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარ დეპარტამენტში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

"ინტერპრესნიუსი"