ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, 46 წლის მურთაზ კეკუტია, რომელიც საამქროში მუშაობდა, სავარაუდოდ, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა. კეკუტია შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ სალხინოში მერის წარმომადგენელმა გია ჯიჯელევამ განუცხადა, აღნიშნული საამქრო ექსპლუატაციაში ჯერ არ იყო შესული და კეკუტია მოწყობილობას ამოწმებდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა.

"სააქმროს მეპატრონე გარდაცვლილის ბიძაშვილია. ჯერ არ იყო გახსნილი. მე როგორც ვიცი, იქ რაღაცას ამოწმებდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. ფაქტს არავინ შესწრებია, როცა ნახეს უკვე გარდაცვლილი იყო", - ამბობს ჯიჯელავა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუს"