რამ გამოიწვია მეტროს შეფერხება და როდის აღდგება "სადგურის მოედნიდან" "ახმეტელის" მიმართულებით მოძრაობა - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია მეტროს შეფერხება და როდის აღდგება "სადგურის მოედნიდან" "ახმეტელის" მიმართულებით მოძრაობა

მეტროსადგურ "გოცირიძეზე", რომლის ღია მონაკვეთზე ელექტროსადენის დაზიანებამ მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე შეფერხება გამოიწვია, ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და უახლოეს წუთებში, "ვაგზლის მოედნიდან" "ვარკეთილის" მიმართულებით მოძრაობა გაიხსნება. ამის შესახებ სატრანსპორტო სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს.

რაც შეეხება "ვაგზლის მოედნიდან" "ახმეტელის" მიმართულებით მოძრაობას, სატრანსპორტო სამსახურში ვერ აკონკრეტებენ, როდის შეეძლებათ მგზავრებს გადაადგილება.

"მეტროსადგურ "გოცირიძის" ღია მონაკვეთზე, გადასარბენ უბანზე, დაზიანდა ელექტროსადენი. საჭირო გახდა ადგილზე ტექნიკური ჯგუფის მიყვანა ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. საჭირო გახდა, დროებით მთლიანად შეგვეჩერებინა მომსახურება პირველ ხაზზე მთლიანად. ადგილზე უკვე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი და უახლოეს წუთებში იგეგმება, რომ ნაწილობრივ გავხსნათ მოძრაობა "სადგურის მოედნიდან" "ვარკეთილის" მიმართულებით და "ვარკეთილიდან" "სადგურის მოედნამდე".

მეორე მონაკვეთი, "სადგურის მოედნიდან" "ახმეტელის" მიმართულებით როდის გაიხსნება, ჯერ არ ვიცით. ჯგუფი მუშაობს", - აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"