გუდამაყრის ხეობაში ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი გაჩნდა

გუდამაყარის ხეობაში ხანძარია. როგორც „ინტერპრსნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები იმ ტერიტორიისკენ მიემართებიან, სადაც ხანძარი გაჩნდა. ასევე, მობილიზებულია ტყის ხანძრების საწინააღმდეგო ტექნიკა.

"ინტერპრესნიუსი"