"მჯერა, რომ გესმის"- ნოე სულაბერიძის ემოციური მიმართვა გარდაცვლილ მამას - კვირის პალიტრა

"მჯერა, რომ გესმის"- ნოე სულაბერიძის ემოციური მიმართვა გარდაცვლილ მამას

ტელეწამყვანმა ნოე სულებერიძემ გადაცემა "პრაიმ ტაიმში", რომელიც მამებს მიეძღვნა, ემოციური სიტყვა მიუძღვნა გარდაცვლილ მამას:

"ჩემი და შენი ურთიერთობა დაიწყო დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე...მაშინ, როცა შენ დაიბადე. მაშინ როცა ძველი ეპოქის სკოლის მოსწავლე, იყავი, მაშინ, როცა 16 წლის ასაკში ლანჩხუთი-თბილისის მატარებელს შეახტი და სასწავლებლად თბილისში წამოხვედი. გაგიკვირდა, როცა ცოდნამ და სწავლისადმი წადილმა იმარჯვა და აბიტურიენტთათვის მისაღები გამოცდების დაფაზე შენი სახელი და გვარი ამოიკითხე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის სიაში... მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და 16 წლის ასკში ომში წაგიყვანეს...მაშინ, როცა დაბრუნდი და შენი კარიერის აღმავლობა აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე სისწრაფის ამკრეფ თვითფრინავს ემსაგვსებოდა...მაშინ, როცა ცხოვრებამ ბერი ხიფათი განახა და ყველაფერს უმკლავდებოდი... ხო, კიდევ მაშინ, როცა მატარებელში ლილის (დედას) გადაეყარე და აღარ მოეშვი, შენი ცხოვრების ბოლო წუთამდე... და მაშინ, როცა 55 წლის ასაკში, მე გაგიჩნდი და იმ დღიდან შენი სისიხლის ნაწილი ვარ... ყველამ ვიცით, რომ ცხვორებაში ყველაზე მეტად მაშინ ვაფასებთ, როცა ვკარგავთ. მეც ამ ნაწილში აღმოვჩნდი, რადგან იმდენად ვიყავი მიჩვეული შენს დიდი დოზით არსებობას ჩემს ბავშვობაში, რომ მერე მივხდი რა მქონდა და რა - აღარ... მის მერე ვცდილობ შენს ნაკვალევზე ვიარო, შენი ღირებულებებით ვიცხოვრო და მქონდეს იმის განცდა, რომ ახლა რომ ცოცხალი იყო, ოდნავ მაინც იამაყებდი ჩემით. ადრე თუ გვიან ყველა ერთმანეთს შევხდებით, თუმცა მანამდე შენთან დედა მოვიდა და ალბათ ბევრს გიყვება წლების მიერ დაგროვილს. ამის გამო ცოტა კიდეც მშურს შენი, თქვენი- ორივესი, ერთმანეთის ნახვა რომ შეძელით. მჯერა,  რომ გესმის,  ყოველშემთხვევაში ყველაზე მეტად მინდა ამის მჯეროდეს".