"იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ დღეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა" - რას წერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა - კვირის პალიტრა

"იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ დღეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა" - რას წერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

პრეზიდენტმა 19 პატიმარი შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.  ასევე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია 23 პირობითი მსჯავრდებული.19 შეწყალებულ პატიმარს შორის 2 ქალბატონია.

შეიწყალებული 23 პირობითი მსჯავრდებულისგან,2 ქალია. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული  შეწყალა  თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის ვერ მოხვდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ციანიდის საქმზე დაკავებული მამა გიორგის ძმა თორნიკე მამალაძე.

"მე და ჩემი ოჯახი იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ დღეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა მამა გიორგი. უნდა განვმარტო, რომ მთელი დიდმარხვის პერიოდში მე ვიმყოფებოდი კარავში და ჩემი სიჩუმის მიზეზი იყო ჩემი ძმის თხოვნა, რომ მარხვა სიმშვიდეში გამეტარებინა და საპატრიარქოსთვისაც მიმეცა საშუალება ღელვის გარეშე შეხვედროდნენ აღდგომას. დღეს სამების ტაძარში ჩატარდა დიდი ხუთშაბათის ფეხბანვის ცერემონიალი, რაც ქრისტიანული თავმდაბლობისა და ზრუნვის სიმბოლოა. თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საპატრიარქოს მხრიდან ამ ცერემონიალის ჩატარება არის დიდი ფარისევლობა, ვინაიდან ამ ადამიანებში ქრისტიანული მზრულველობის მისხალიც კი არ არსებობს. მამა გიორგი დღეს ციხეშია, ის საწოლზეა მიჯაჭვული და კიდურები პარალიზებული აქვს. მას არ ეწევა შესაბამისი მკურნალობა და დღითიდღე უახლოვდება სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს ყველა საშუალება ჰქონდა შეწეოდა საკუთარ მღვდელს, რათა პრეზიდენტის შეწყალების აქტი მასაც შეხებოდა და სამუდამოდ დასნეულებული მღვდელი აღდგომას სახლში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად შეხვედროდა, მათ არც კი გაახსენდათ უძლურებაში მყოფი სასულიერო პირი. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, აღდგომის შემდეგ გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებ პროტესტის გამოხათვას. უფრო მრავალრიცხოვანი აქციები იქნება. და რაც მთავარია, კარვებს ჩემი ოჯახის წევრები კიდევ სხვა ადგილებშიც გაშლიან..."- წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში