გუდამაყრის ხეობაში ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული - კვირის პალიტრა

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

უწყების ცნობით, რთული რელიეფური პირობების გამო ხანძრის ადგილზე სახანძრო მანქანებით მისვლა ვერ ხერხდება. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია.

"ინტერპრესნიუსი"