რატომ არ შემოუშვეს რუსი ბაიკერები საქართველოში - კვირის პალიტრა

რატომ არ შემოუშვეს რუსი ბაიკერები საქართველოში

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, რუსი ბაიკერები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.

როგორც "ინტერპრესნისუსისთვის" გახდა ცნობილი, საზღვრის გადმოკვეთას რუსი ბაიკერები ლარსის გამშვებ პუნქტზე ცდილობდნენ.. ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროშიც. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ქმედება საქართველოს კანონით, უცხოელთა შესახებ და მოქალაქეობის არმქონე პირთა 11-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა.

ამასთან, Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა რუსლან ლევიევმა ამის შესახებ "ტვიტერზე" დაწერა.

"ნაცნობები წერენ, რომ 27 აპრიულიდან საქართველომ საზღვარი ჩაკეტა რუსეთიდან ჩამოსული მოტოციკლისტებისთვის მაისის დღესასწაულების პერიოდში. გვაბრუნებენ ოფიციალური უარით", - წერს ლევიევი, რომელიც ამავდროულად უარის დოკუმენტის ფოტოს აქვეყნებს.

აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია: "საქართველოში ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნების და მგზავრობის მიზნის შესახებ".

"ინტერპრესნიუსი"