ჭიათურაში სატვირთო ავტომობილმა ბავშვი იმსხვერპლა, შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა მძღოლიც - კვირის პალიტრა

ჭიათურაში სატვირთო ავტომობილმა ბავშვი იმსხვერპლა, შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა მძღოლიც

ჭიათურაში სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოშია მოათავსებული.

რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, ის მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი, რომლის ავტომობილიც დაგორდა, სავარაუდოდ, ნერვიულობის შედეგად ცუდად გახდა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"