როგორი ამინდი იქნება საქართველოში 30 აპრილს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 30 აპრილს

30 აპრილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, ხვალ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 24-29 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება. სინოპტიკოსები დედაქალაქშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

"ინტერპრესნიუსი"