როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-4 მაისს
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-4 მაისს
4 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, პირველ მაისს, დედაქალაქში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება.

"პირველ მაისს, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ამასთან, აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც იყოს.

2 მაისს, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში - 25-30 გრადუსი იქნება. ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში, ღამისა
და საღამოს საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 27-28 გრადუსი იქნება", - განაცხადა "ინტერპრენიუსთან" საუბარში სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, 3 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება. ტემპერატურაც დაიკლებს და უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა- ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი 4 მაისამდე შენარჩუნდება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?