როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-4 მაისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-4 მაისს

4 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, პირველ მაისს, დედაქალაქში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება.

"პირველ მაისს, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ამასთან, აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც იყოს.

2 მაისს, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში - 25-30 გრადუსი იქნება. ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 27-28 გრადუსი იქნება", - განაცხადა "ინტერპრენიუსთან" საუბარში სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, 3 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება. ტემპერატურაც დაიკლებს და უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა- ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი 4 მაისამდე შენარჩუნდება.

"ინტერპრესნიუსი"