საქართველოში მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 69 წელია, ხოლო ქალების - 78 წელი - კვირის პალიტრა

საქართველოში მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 69 წელია, ხოლო ქალების - 78 წელი

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მამაკაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია და 1 790 ათასს შეადგენს, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და 1 932 ათასით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.7-ს წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.7 მამაკაცი მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობდნენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატებოდა მამაკაცებისას, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 74.0 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.2 წელს.

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 37 წელია.

"ინტერპრესნიუსი"