2 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - რა მოხდა ქუთაისში? - კვირის პალიტრა

2 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - რა მოხდა ქუთაისში?

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა დები დაშავდნენ. მათ ირაკლი აბაშიძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრული პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ კიდევ ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე. ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"