რუსეთი ოკუპანტია !
თამბაქოს კონტროლის კანონის ცვლილებების აღსრულების დაწყებიდან ერთი წლის შედეგები
თამბაქოს კონტროლის კანონის ცვლილებების აღსრულების დაწყებიდან ერთი წლის შედეგები
2018 წლის 1 მაისიდან "თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების აღსრულება დაიწყო. ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდა.

1 მაისიდან აიკრძალა:
დახურულ შენობებში მოწევა, მათ შორის ელ. სიგარეტების, გახურებადი თამბაქოს ნაწარმისა და ჩილიმისაც (მინიმალური გამონაკლისებით)
თამბაქოს რეკლამა და პოპულარიზაცია

1 სექტემბრიდან აიკრძალა
სავაჭრო ობიექტის გარე სივრცეში თამბაქოს ნაწარმის გამოდება.
თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამების დატანის გარეშე რეალიზაცია.

დახურული სივრცე თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლ
და

- მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობებში და ისეთ სივრცეში, სადაც 50%-ზე მეტი კედლებით და სახურავით შემოსაზღვრულია. მცირე გამონაკლისები დაიშვა კაზინოებში, სიგარა-ბარებში (რომელთა გასახსნელად საჭიროა სპეციალური ძვირად ღირებული ლიცენზია. ამასთან, სიგარა ბარში დაშვებულია მხოლოდ სიგარის და სასმელის რეალიზაცია, ასევე იკრძალება სიგარეტის/ელ.სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს, ჩილიმის და ა.შ. მოწევა).
- პენიტენციალურ სისტემას უფლება მიეცა თვითონვე განსაზღვრონ მოსაწევი და არამოსაწევი სივრცეები. 20
18 წლის 1 მაისიდან ამ სისტემაში გამოიყო საკნები არამწეველებისათვის და თუ არამწეველს სურს მწეველის კამერაში განთავსება, აუცილებელია მისი წერილობით თანხმობა.
- მოწევა დაშვებულია სამედიცინო კლინიკების პალიატიური და ფსიქიატრიული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, თუ კლინიკას შეუძლია ამ ტიპის პაციენტები დანარჩენი სივრცისგან იზოლირებულ გარემოში ჰყავდეს.

ცვლილებები კანონში


მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებებიც ახალი შეტანილი იყო და აღსრულებაც ცოტა ხნის წინ დაიწყო, თამბაქოს ინდუსტრიამ სათამაშო ბიზნესთან ერთად, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში მათი ინტერესების გამტარებელთა საშუალებით მოახერხა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივის დაყენება. მოითხოვა, მოწევა დაშვებულიყო არამხოლოდ კაზინოში, სლოტ-კლუბებშიც. თამბაქოს კონტროლის ალიანსის და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგობის მიუხედავად ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, სლოტკლუბებში, სადაც 20-ზე მეტი სათამაშო მანქანა უდგათ და 200 000 ლარის ან მეტი ოდენობის წლიური მოსაკრებელს იხდიან, დახურულ სივრცეში მოწევის უფლება მიეცათ.

- საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევაზე ჯარიმა 500 ლარიდან 200 ლარამდე შემცირდა.
- უმაღლეს საგანამანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების ეზოებში დაიშვა სპეციალური მოსაწევი ადგილები (მაქსიმუმ 3 და თითოეული ფართი არ უნდა აღემატებოდეს 20 კვ.მ-ს), რადგან ფართობის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ძნელდებოდა მოსაწევად შესვენებებზე ეზოს გარეთ გასვლა.

მონიტორინგი

თამბაქოს კონტროლის ალიანსმა დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით 2018 წლის 1 მაისიდან 15 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი კვების 2 103 ობიექტზე ჩაატარა მონიტორინგი. მიღებული მონაცემებით:
- 97.1% იცავდა მოწევის აკრძალვის რეგულაციას.

- შემოწმდა 488 სასტუმრო, რომელთა 96.9%-ში კანონის მოთხოვნებს იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კანონით სასტუმროები ვალდებული არიან, მხოლოდ ნომრების 20% დაეთმოს მწეველ სტუმრებს. 2020 წლიდან სასტუმროებში სრულად აიკრძალება მოწევა.

ფუჭი შიში არ გამართლდა

სკეპტიკოსები და თამბაქოს ინდუსტრიის "სპიკერები“ კანონის აღსრულების დაწყებამდეც და შემდეგ, კარგა ხნის განმავლობაში, ცდილობდნენ საზოგადოება დაეჯერებინათ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონი, კერძოდ, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესს. იმასაც ამბობდნენ, რომ ხალხი ძნელად მიიღებდა ამ სიახლეს. მეტიც, აცხადებდნენ, ტურისტი უკმაყოფილო დარჩება და სამასპინძლო დაწესებულებაში არ შევაო?!

თავიდანვე, იმ ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე, რომელთაც ათზე მეტი წლის წინ მიიღეს თამბაქოს კონტროლის კანონი და აკრძალეს დახურულ სივრცეში მოწევა, ვამბობდით, რომ შენობებში მოწევის აკრძალვა უარყოფითად არ აისახებოდა ამ ბიზნესზე, პირიქით გაიზრდებოდა შემოსავლები. როგორც ველოდით, ფუჭი შიშები არ გამართლდა, საზოგადოებამ ფაქტობრივად, სიამოვნებით აიტაცა კანონი.
დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის რეგულაცია 95%-ით სრულდება.

გაკოტრდა თუ არა ბიზნესი? იხილეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები:
- საზოგადოებრივი კვებისა და სასმელით მომსახურების სფეროს ბრუნვა 2017 წელს იყო 847.7 მილიონი ლარი, 2018 წელს ბრუნვამ შეადგინა 963.5 მილიონი ლარი.
- 2017 წელს ამ მიმართულებაში დასაქმებული იყო 21 305 ადამიანი, 2018 წელს კი 22 277 ადამიანი.
- რესტორნების, ბარების, კაფეებისა და მსგავსი ობიექტების რაოდენობა 2017 წელს იყო 3990 ობიექტი, 2018 წლის ბოლოს გაიზარდა 1000-ზე მეტით და შეადგინა 5031 ობიექტი.
- სასტუმროების ბრუნვა 2017 წელს იყო 110.6 მილიონი ლარი, ხოლო 2018 წელის ბოლოს დაახ. 24 მილიონით მეტი და შეადგინა 134.3 მილიონი ლარი.
- ტურისტების საშუალო თვიური რაოდენობა 2017 წელს იყო 863.4 ათასი ადამიანი. 2018 წელს ეს რიცხვი გაიზარდა და შეადგინა მილიონ 20 ათას ხუთასი ტურისტი.

როგორც უკვე ვთქვით, 2018 წლის პირველი მაისიდან ასევე აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამა და პოპულარიზაცია. 2018 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის გამოდება სავაჭრო ობიექტების ვიტრინებში, გარე ფასადზე, ასევე აიკრძალა "დრაივთობაქო“, მანქანიდან გადმოუსვლელად გზისპირა ჯიხურებიდან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია.

- 2018 წლის 1 მაისიდან 15 დეკემბრამდე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, თამბაქოს ნაწარმის გარე ხილვადობაზე რეგულაცია სავაჭრო ობიექტების 90%-ში სრულდებოდა, პრომო აქციები აიკრძალვა სრულდებოდა 94.2%-ში, ხოლო სავაჭრო ობეიქტებში რეკლამის აკრძალვის რეგულაციას იცავდა სავაჭრო ობიექტების 97.5%.

სირთულეები

თამბაქოს ინდუსტრია ძალისხმევას არ იშურებს თამბაქოს კონტროლის წარმატებული კანონის დასაშლელად. ამიტომაც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღმასრულებელ და საკანონდებლო ხელისუფლებებში საკუთარი ლობისტების გავლენით ცდილობენ იმ ტიპის ცვლილებათა პროექტების ინიცირებას, რომელიც მიმართულია არა საზოგადოებისთვის ცხოვრების ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, არამედ კონკრეტული ბიზნესის მოგებაზე, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდება.

გაუგებარია ჩილიმ ბარების ერთი ნაწილის მეპატრონეების დამოკიდებულება. ძირითადად იმ ნაწილში, რომელთა მეპატრონეები უცხოელები არიან, არ ემორჩილებიან კანონს, მიუხედავად მრავალჯერადი დაჯარიმებისა, ჩილიმს და ზოგიერთ შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმს დახურულ სივრცეებში ეწევიან.

დახურულ სივრცედ ითვლება ვერანდაც, თუ ის გადახურულია და გარესივრცისგან ცელოფანის ან მინის ფარდა-ჟალუზებითაა გამიჯნულია.

კანონის აღმასრულებლები

კანონის მთავარი აღმასრულებლები არიან შინაგან საქმეთა სამინსიტროს საპატრულო პოლიცია და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

კანონის აღსრულება ყველას ვალია

კანონის წარმატებით აღსრულებისთვის საჭიროა სამოქალაქო აქტივობა. პოლიციას არ აქვს უფლება კაფე-ბარებში და რესტორნებში, ღამის კლუბებში და სხვა დაწესებულებებში იაროს და ამოწმოს ეწევიან თუ არა. ამისთვის მოქმედებს მონიტორინგის სამსახური, თუმცა, მისი ძალისხმევაც ამაო იქნება, თუ მოქალქეები არ ეცდებიან დაიცვან და გააკონტროლონ კანონი. ხედავ, რომ დახურულ სივრცეში ეწევიან? დარეკე 112-ზე ან ჩამოტვირთე 112-ის აპლიკაცია და გაუგზავნე ინფორმაცია და მოითხოვე კონფიდენციალობის დაცვა.

ჯარიმდება ფიზიკური პირიც

2019 წლის 8 იანვრიდან დახურულ სივრცეში მოწევის გამო არამხოლოდ ორგანიზაცია-დაწესებულებები, ფიზიკური პირებიც ჯარიმდებიან. პირველ ჯერზე ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორებისას 200 ლარით, ხოლო მესამე და ყოველ შემდეგ ჯერზე კი 300-300 ლარით.

ორგანიზაცია პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით, მესამე და ყოველ შემდეგ ჯერზე კი დახურულ სივრცეში მოწევის გამო 2000-2000 ლარის გადახდა მოუწევთ.

ჰაერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სუფთა ჰაერი ორმაგად მაცოცხლებელია, მძიმე ეკოლოგიურ გარემოში ვიზრუნოთ ჰაერის ხარისხზე, ნუ მოწევთ და მით უფრო დახურულ სივრცეში. მოწევისათვის თავის დანებების მომსახურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ უფასო ცხელ ხაზზე ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე. დაიცავი კანონი და იქნები დაცული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?