როგორ გამოიყურება პარკი შეკვეთილთან, რომელიც ივანიშვილის დაფინანსებით გაშენდა - იხილეთ ფოტოები - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება პარკი შეკვეთილთან, რომელიც ივანიშვილის დაფინანსებით გაშენდა - იხილეთ ფოტოები

ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაშენებული დენდროლოგური პარკი მნახველებისთვის დღეიდან გაიხსნა.

ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ. საუბარია შეკვეთილთან, წვერმაღალას მთაზე მდებარე დენდროლოგიურ პარკზე, რომლის ტერიტორიაზე გაშენდა კვიპაროსები, გაფართოვდა ბაღში მდებარე პატარა ტბა, დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები.

პარკი ორიარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე, გაკეთდა ასასვლელი კიბე, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა, იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური. გაგრძელება