"აუცილებელია ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება" - რას ამბობს კალაძე სამშენებლო ობიექტებზე?
"აუცილებელია ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება" - რას ამბობს კალაძე სამშენებლო ობიექტებზე?
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო ობიექტების მიმართ მიდგომები გამკაცრდება, რადგან იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამშენებლო ობიექტებზე ჩატარდება ე.წ რეიდები, რომ მოულოდნელად მოხდეს გადამოწმება სამშენებლო ობიექტებზე არსებული სამუშაო პირობების.

"ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ რეგულაციები,
თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება, აუცილებელია ე.წ რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რომ კიდევ ერთხელ, ადამიანებმა, ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს უნდა გაითავისოს როგორც დამსაქმებელმა, რომელიც კონკრეტულ პროექტს ახორციელებს,
ისე დამკვეთმა და იმ ადამიანებმა, ვინც ამ პროექტებზე მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები