ვინ არის 100 წლის იუბილარი ბებო, რომელმაც თბილისის მერი ხაჭაპურზე დაპატიჟა - კვირის პალიტრა

ვინ არის 100 წლის იუბილარი ბებო, რომელმაც თბილისის მერი ხაჭაპურზე დაპატიჟა

დღეს დედაქალაქის მერი კახი კალაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, სამხედრო ექიმ მერი მაღრაძეს სახლში ესტუმრა.

როგორც კალაძემ "ფეისბუკის" ვიდემიმართვისას განაცხადა, ეს არის ყველაზე განსახვავებული და სასიამოვნო პირდაპირი ჩართვა.

"დღეს გვაქვს ცოტა განსხვავებული პირდაპირ ვიდეოჩართვა. განსხვავებული ყველა იმ ვედოჩართვებიდან, რაც კი აქამდე გვქონია. ახლა ვიმყოფებით ნაძალადევის რაიონში, ერთი ძალიან მაგარი ქალბატონის მერი მაღრაძის ოჯახში, რომელსაც აქვს დღეს დაბადების დღე. მას შეუსრულდა 100 წელი და გადავწყვიტეთ მიგველოცა", -აღნიშნა დედაქალაქის მერმა

კახი კალაძის თქმით, იუბილარმა ქალბატონმა თავის გამომცხვარ ხაჭაპურზე დაპატიჟა.