"წარმოიდგინეთ, სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყო, ვინმეს მისთვის პირდაპირ ეთერში რომ ეგინებინა, რა მოხდებოდა?"
"წარმოიდგინეთ, სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყო, ვინმეს მისთვის პირდაპირ ეთერში რომ ეგინებინა, რა მოხდებოდა?"
"არც ერთი ხელისუფლების მიზანი არ ყოფილა ხალხის ცნობიერების ამაღლება, პირიქით, ყველა ცდილობს, ხალხი ბრბოდ გადააქციოს, იმიტომ, რომ უფრო იოლი სამართავია"

პოეტი ერეკლე საღლიანი ყოველთვის სვანური პირდაპირობით გამოირჩევა. მასთან ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ.

- სიძულვილის ენა, ლანძღვა-გინება, ბილწსიტყვაობა ტელეეთერში, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად "რუსთავი 2"-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიასგან გვესმის, თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება?
- ჩემი აზრით, აქ პრობლემა ერთ პიროვნებაში არ უნდა იყოს. ამგვარ
პრეცედენტს შობს ის ვითარება, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ამის უმთავრეს მიზეზს მარტო დღევანდელობაში ძებნით ვერ ამოვწურავთ, მას შორეულ წარსულში აქვს ფესვები.

როდესაც სიძულვილის ენა ურთიერთობის უმთავრესი საშუალება გახდა, სწორედ იქ მივიღეთ დარტყმა ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის დროს, შემდგომ უკვე ინერციით გადმოგვეცა.

რატომ იყენებენ ადამიანები სიძულვილის ენას?
- იმიტომ, რომ როცა სიყვარულის ენაზე ლაპარაკობ, მაღალი ინტელექტი, აზროვნება, თანაგრძნობის უნარი გჭირდება. ამ შემთხვევაში წარმოადგენ იმ ადამიანს, რომელსაც მოყვასი
უყვარს, მაგრამ როცა ეს ყველაფერი არ გაგაჩნია - არც სიყვარული, არც ინტელექტი, არც ჭკუა-გამჭრიახობა - იგინები და ბილწსიტყვაობ. არადა, სიძულვილი აფართოებს ჯოჯოხეთს ადამიანის სულში. თუ აჰყევი მას, ვინც გაჟღენთილია სიძულვილით, წააგებ.

რატომ? - შენ არ გაგაჩნია ის სიძულვილი და იმიტომ. ვერ იკადრებ იმას, რასაც შენი მოკამათე იკადრებს. მიაქციეთ ყურადღება, ამას პოლიტიკოსები როგორ კარგად იყენებენ - გაიძულებენ შენც გადაერთო მათ ტალღაზე და იციან, როგორც კი გადაერთვები, ესე იგი, საკუთარ თავს უღალატე, დაკარგე ის, რითაც ადამიანებს უყვარხარ. აქ უკვე დამარცხებული და განწირული ხარ. ეგ არის მაგათი კოზირი.

გვარამიას მიზანიც ეს არის, მოექცა ყურადღების ცენტრში. შენ მიზეზზე კი არ უნდა ილაპარაკო, არამედ მიზეზის გამომწვევ მიზეზზე. ვერ ხვდებიან, რომ ამით უარყოფით იმპულსს ნერგავენ საზოგადოებაში.

- მიზეზის მიზეზი რა არის?
- მიზეზის გამომწვევი მიზეზი არის ის უხამსი ხელწერა, რომელმაც საზოგადოების ყველა ფენაში მოიკიდა ფეხი. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და არა ერთი კონკრეტული ადამიანის ხელწერა. მთელი ჩვენი პრობლემა მხოლოდ გვარამიაა?! ის აფხაზეთიდანაა, მაგრამ მისი ფესვი მაინც სამეგრელოშია. სამეგრელოდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხერხემალია. ხერხემალია არა მარტო იმიტომ, რომ მოიცავს დიდ ტერიტორიას და მოსახლეობის რაოდენობითაც აღემატება დანარჩენ კუთხეებს, არამედ იმიტომაც, რომ უძველესი კოლხეთი ზრდილობისა და კულტურის ნიმუში იყო. უფროსებისგან გამიგონია, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში სუფრასთან ადამიანს შემთხვევით უხამსი სიტყვა წამოსცდენია და ამის გამო დარცხვენილს თავისი თავისთვის თვითონვე გამოუტანია განაჩენი - გასულა სუფრიდან და თავი მოუკლავს. ახლა არავინ დამწამოს, რომ მე თვითმკვლელობისკენ ვუბიძგებ ვინმეს, მაგრამ სიტყვას, რომელიც არის ყველაფრის დასაბამი, არადანიშნულებისამებრ არ უნდა იყენებდე. სამწუხაროდ, ცუდი მაგალითი დღეს უფრო გადამდებია. შერყვნილია ქუჩა, შერყვნილია მედია, ერთი-ორის გარდა. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ჩვენკენ დაძრულ ამ საშინელ ტალღას შეაჩერებს. ჩვენ ზნეობრივი კანონების დანერგვას მეტ დროს უნდა ვუთმობდეთ, ვიდრე ცალკეული ადამიანების გამოხდომებს!..

აჩვენე საზოგადოებას გზა, რომელიც სიყვარულისკენ, სიკეთისკენ მიდის და ერთ მშვენიერ დღეს გასავალიც არ ექნება ლანძღვა-გინებას.

საზოგადოება უნდა გაზარდო, ჩვენ კი არ ვზრდით. არც ერთი ხელისუფლების მიზანი არ ყოფილა ხალხის ცნობიერების ამაღლება, პირიქით, ყველა ცდილობს, ხალხი ბრბოდ გადააქციოს, იმიტომ, რომ უფრო იოლი სამართავია. (იხილეთ სრულად)

maia
02 მაისი 2019 13:42
პირდაპირ ეთერშიც აგინებდნენ და პირდაპირ ქუჩებშიც. მიშას რააა/-ო, რომ დაიძახებდნენ ტრიბუნაზე და მტელი მიტინფი პასუხობდა , კი იცით, რასაც, დაგავიწყდათ? ყველაფერი ხდებოდა და არ გინდათ ახლა, რაღაც მითების შეთხზვა სისხლიან ცხრა წელზე, არანაკლები ეს შვიდი წელია. ია კერზაიას შვილს რომ ეუბნებიან, ნაცებს შენი ოჯახის ტრაგედიით მანიპულირების საშუალებას აძლევო, გირგვლიანის ოჯახის ტრაგედიით არ მანიპულირებდა მაშინდელი ოპოზიცია? ცხრა თვის ბავშვის უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?