სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი", რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"