"ქართული ოცნება" უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა

"ქართული ოცნება" უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ განუცხადა, ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის ბოძზე მოკლე ჩართვას.

"მეხი არაფერს დასცემია. მოკლე ჩართვა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" წინ მდებარე ბოძზე. წვიმდა, ქარი ქროდა, ამიტომ მოვიდა სამაშველო სამსახური, მაგრამ არაფერი სერიოზული რომ არ იყო, გამოიძახეს "ენერგო- პრო" და "ენერგო- პრო ჯორჯიამ" აღმოფხვრა პრობლემა," - განაცხადა ლაგვილავამ.

ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა წუხელ გაავრცელეს.

"ინტერპრესნიუსი"