მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მატარებლის შემოსვლისას მგზავრი ლიანდაგზე ჩავარდა - კვირის პალიტრა

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მატარებლის შემოსვლისას მგზავრი ლიანდაგზე ჩავარდა

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მგზავრს მატარებელი დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

როგორც პრესსამსახურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მომხდარის გამო მეტროს პირველ ხაზზე ზონალური მოძრაობა ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებელი ვარკეთილიდან დიდუბემდე მოძრაობს.

იხილეთ ასევე: მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლის მამაკაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა

"ინტერპრესნიუსი"