"დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე" - რას ყვებიან თვითმხილველები "სარაჯიშვილზე" მომხდარ ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე" - რას ყვებიან თვითმხილველები "სარაჯიშვილზე" მომხდარ ტრაგედიაზე

თვითმხილველები მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ახალგაზრდა მამაკაცს ლიანდაგიდან გადასვლისკენ "უწყვეტი სიგნალით" მოუწოდებდა, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

"დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე. იქამდე იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა. მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება", - აცხადებენ თვითმხილველები.

დაღუპული 20 წლამდე ბიჭია.

"ინტერპრესნიუსი"