მკითხველის თხოვნით! - კვირის პალიტრა

მკითხველის თხოვნით!

"წინაპართა ხე" ახლა უკვე "ყველა სიახლეში"

"შევავედროთ ჩვენი წინაპრები უფალს, ამით ჩვენ დიდ მადლსა და წყალობას მივიღებთ ღვთისგან. არსებობს კავშირი გარდაცვლილებსა და ცოცხლებს შორის. გარდაცვალების წინ ადამიანი ხშირად თავის წინაპრებს, გარდაცვლილ ნათესავებს ხედავს.

ეს არ არის მოჩვენება. სულისა და ხორცის განშორება ძალიან რთულია, რადგან ადამიანი დაბადებულია უკვდავად და მხოლოდ ცოდვის გამო გახდა მოკვდავი", - ბრძანა  უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ და მისი ლოცვა-კურთხევით "კვირის პალიტრის" 4-10 ოქტომბრის ნომერში მკითხველს საჩუქარი შევთავაზეთ - "წინაპართა ხე", რათა თითოეულმა ჩვენგანმა გავიხსენოთ და შთამომავლობას გადავცეთ იგი, რომ არასოდეს გადავშენდეთ და გვახსოვდეს, ვისი გორისანი ვართ.

რედაქციაში მკითხველთა უამრავი წერილი მოდის, გვირეკავენ ისინი, ვინც ვერ შეძლო "წინაპართა ხის" შეძენა და დახმარებას გვთხოვენ.

სიამოვნებით ვუსრულებთ ჩვენს მკითხველს თხოვნას - მედიასახლ "პალიტრის" ერთ-ერთ გამოცემაში, გაზეთ "ყველა სიახლის" ხუთშაბათის (21 ოქტომბრის) ნომერთან ერთად საშუალება გექნებათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი "წინაპართა ხე".