ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა - კვირის პალიტრა

ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" უნივერსიტეტში დაუდასტურეს.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის მეორე მოადგილედ ასევე დაინიშნა ექიმი ნინო ოკრიბელაშვილი.

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი გასულ წელს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"