ვინ ფლობს ქართულ კომპანიას, რომელიც ღვინოს პუტინისა და სტალინის ფორმის ჭურჭელში ასხამს - კვირის პალიტრა

ვინ ფლობს ქართულ კომპანიას, რომელიც ღვინოს პუტინისა და სტალინის ფორმის ჭურჭელში ასხამს

ერთ-ერთი ქართული კომპანია ღვინოს ვლადიმერ პუტინის შეფუთვით, ასევე იოსებ სტალინისა და საბჭოთა სიმბოლიკით ეტიკეტირებულ ბოთლებში ასხამს.

ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო "კურიერს" ერთ-ერთი მაღაზიიდან მიაწოდეს. რაც შეეხება ფასს, პუტინის ფორმის თიხის ჭურჭელში ჩამოსხმული "ქინძმარაული" 50 ლარად იყიდება. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სტალინისა და საბჭოთა სიმბოლიკის ჭურჭელში ღვინოს არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე ასხამენ.

შპს "იბერია", რომლის საქმიანობაც ალკოჰოლური სასმელების წარმოება/რეალიზაცია, მათ შორის ღვინის წარმოებაა. 2002 წელს არის რეგისტრირებული. 2018 წლის 10 ივლისის ამონაწერით, კომპანიის 33%-33%-იან წილებს ვასილ სიდამონიძე და გიორგი ასკილაშვილი; 34%-ს კი ნანა იოსებაშვილი ფლობს. კომპანიის დირექტორი კი გიორგი ასკილაშვილია. გაგრძელება