"100 წელიწადში ერთხელ დიდდება და სწორედ ახლა მოუწია" - თელავში ადიდებული მდინარე სოფელთან ახლოს მიედინება - კვირის პალიტრა

"100 წელიწადში ერთხელ დიდდება და სწორედ ახლა მოუწია" - თელავში ადიდებული მდინარე სოფელთან ახლოს მიედინება

ადიდებულმა მდინარე სტორმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეჩური დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ღამით მოსულა ნალექმა მდინარის კალაპოტი გაარღვია და წყალი სოფელთან ახლოს მიედინება.

ასევე ჩახერგილი და განადგურებულია თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მონაკვეთები. დაგლეჯილია ელექტროგადამცემი ხაზები. დატბორილია სოფელ ლეჩურში მშენებარე სასტუმრო.

"100 წელიწადში ერთხელ დიდდება ეს მდინარე და სწორედ ახლა მოუწია. კალაპოტი საერთოდ აღარ არსებობს. წყალი რადენიმე მიმართულებით მიედინება. ჩახერგა თუშეთისკენ მიმავალი გზაც. დაგლეჯილია ელექტრობოძები," - აცხადებენ ადგილობრივები.

სტიქიამ ასევე პრობლემები შექმნა პანკისის ხეობის სოფლებშიც.

იხილეთ ასევე: რა ვითარებაა თელავის სოფელ ლეჩურში, სადაც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელთან ახლოს მიედინება

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო