რა ვითარებაა თელავის სოფელ ლეჩურში, სადაც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელთან ახლოს მიედინება - კვირის პალიტრა

რა ვითარებაა თელავის სოფელ ლეჩურში, სადაც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელთან ახლოს მიედინება

სოფელ ლეჩურში, სადაც მდინარე სტორი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელთან ახლოს მიედინება, მაშველებმა დახმარება 15 ოჯახს გაუწიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის დეპარტამენტის საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ყველა მეხანძრე მაშველი ლეჩურშია მობილიზებული, რათა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა დახმარება 15 ოჯახს გაუწიეს, რომლებსაც სარდაფები დაეტბორათ.

ადიდებულმა მდინარე სტორმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეჩური დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ღამით მოსულმა ნალექმა მდინარის კალაპოტი გაარღვია და წყალი სოფელთან ახლოს მიედინება.

ასევე ჩახერგილი და განადგურებულია თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მონაკვეთები. დაგლეჯილია ელექტროგადამცემი ხაზები. დატბორილია სოფელ ლეჩურში მშენებარე სასტუმრო.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო