ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანმა კალაპოტი გაარღვია - კვირის პალიტრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანმა კალაპოტი გაარღვია

ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. მერის იოსებ ქარუმაშვილის თქმით, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ალაზანი ადიდა და კალაპოტი გაარღვია, რის გამოც დაზარალდა სოფელები - ბაბანეური, არგოხი, მაღრაანი და პანკისის ხეობა. დატბორილია სახლის პირველი სართულები და შიდა საუბნო გზები.

პანკისის ხეობაში კი სოფელ ჯოყოდან ომალოს მიმართულებით ჩახერგილია სამანქანე ხიდი და აკრძალულია გადაადგილება.

"სტიქიამ რამდებიმე სოფელო დააზარა, რისთვისაც ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლების დახმარება სჭირდება. ამ ეტაპზე მდინარე ალაზანში წყლის დონემ მცირედით დაიკლო, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება მდინარე ალაზანზე საჭირო სამუშაოებში უნდა დაგვეხმაროს - განაცხადა სოსო ქარუმაშვილმა.

სტიქიის ზონაში შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"