"ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს ძა­ლა­დო­ბას, მათ შო­რის, პროს­ტი­ტუ­ცი­აც, არის პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მა!" - "გირჩმა" საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს ძა­ლა­დო­ბას, მათ შო­რის, პროს­ტი­ტუ­ცი­აც, არის პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მა!" - "გირჩმა" საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა

"ყველა საქმიანობა, რომელიც არ შეიცავს ძალადობას, მათ შორის, პროსტიტუციაც, არის პატიოსანი შრომა!" - "გირჩმა" საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ოფისში "საზეიმოდ" გაიხსნა საროსკიპო - ამ აქტით ორგანიზაცია საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზაციას მოითხოვს. აღნიშნული ქმედებით "გირჩმა" დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის (პროსტიტუციის ხელშეწყობა), თუმცა ამბობენ, რომ მზად არიან დაკავებისთვისაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ ხელისუფლებისადმი მიმართვაც გაავრცელა:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ დააკავეს სამი სასტუმროს მეპატრონე, რომელთაც ბრალად ედებათ პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემა.

ეს არ არის პირველი ასეთი შემთხვევა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სისტემა სექს-ინდუსტრიაში ჩართულ პირებს არ მიიჩნევს ადამიანებად, ექცევა როგორც მონებს და მათ, სხვა ადამიანების საწინააღმდეგოდ, ინფორმაციის წყაროდ იყენებს. ამავე დროს, ამ ქვეყანაში, ხელისუფლებები, ძალის დემონსტრირებისა თუ რაიმე ხმაურიანი პოლიტიკური თემის გადაფარვის მიზნით, ხშირად მიმართავენ ამ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების საჯარო ტერორს. შედეგად, სექსუალური მომსახურების გაყიდვით დაკავებული ადამიანები, რომელთაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ისევე, როგორც მათი ოჯახები, რჩებიან შემოსავლის გარეშე და ხდებიან საზოგადოებრივი გაკიცხვის საგანი. გაგრძელება